ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას, თქმით, რუსთავი2 არის მედია-ორგანიზაცია, რომელიც ხელისუფლებისგან არ კონტროლდება.
"ვიღაცას შეიძლება, მოსწონდეს რუსთავი2, ვიღაცას შეიძლება, არ მოსწონდეს, ეს არ არის მთავარი. ტესტი აქაც არს ძალიან მკაფიო – რუსთავი2 არის მთავარი მედია-ორგანიზაცია, რომელიც არ კონტროლდება ხელისუფლებისგან. ჩვენნაირ ქვეყანაში, ეს არის ერთადერთი ტესტი თავისუფლების, კონტროლდება თუ არა ესა თუ ის მედიასაშუალება და იმეორებს თუ არა სახელისუფლებო ნარატივს.
ამ თვალსაზრისით, ეს არის თავისუფლების ბასტიონი და სწორედ დღეს თავისუფლების ხაზი გადის რუსთავი2-ზე.
იქნება ისეთი რუსთავი2, როგორც დღეს არის, იქნება ქვეყანაში თავისუფლება, დავკარგავთ ჩვენ ამ თავისუფლებას, მაშინ ყველ ერთად აღმოვჩნდებით ისეთ ორმოში, რომ იქიდან ამოსვლა ქვეყანას ძალიან გაუჭირდება. თუ რუსთავი2-ზე მოხდა ის, რაც აქვს ხელისუფლებას და ივანიშვილის ჩაფიქრებული, მოხდება პოლიტიკის რადიკალიზაცია,“ – განაცხადა გიგი უგულავამ.