პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი წარმოადგენს ეკლესიის და საქართველოს სახელმწიფოებრიობის მტრების პოზიციას, ამას მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, – ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრემ სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში დეკანოზ გიორგი მამალაძის მონახულების შემდეგ განუცხადა.
მისივე თქმით, შორენა თეთრუაშვილის მმართველობა არის ყველაზე დიდი ტრაგედია.
”სამწუხაროდ, ამ ქალის მმართველობა დღემდე, ათწლეულების მანძილზე არის ყველაზე დიდი ტრაგედია და ნამდვილად, ამ საუკუნო პრობლემას ჩვენ, ქართველი ერი ერთად, ქრისტეს მოსიყვარულე, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და ეროვნული სულისკვეთების ადამიანები აუცილებლად ერთად მივიყვანთ ბოლომდე”, _ განაცხადა მეუფე პეტრემ.