21 თებერვალს სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ 11:00 საათიდან 15:00 საათამდე გამოირთვება ქვესადგური „ოზურგეთი“- 35 კვ სალტეთა სისტემა, 35 კვ ელექტროგადამცემი ხაზი „ასკანა“. 35 კვ ელექტროგადამცემი ხაზი „შემოქმედი“, ზეთიანი ამომრთველი სახაზო გამთიშველით მიმდინარე შეკეთება – დიაგნოსტიკის სამუშაოების მიზნით.
კომპანიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ოზურგეთის მომსახურეობის ცენტრის 6437 აბონენტს ( სოფლები: გურიანათა, ლაითური, შემოქმედი, ასკანა, მთისპირი, ნასაკირალი, მაკვანეთი, კონჭკათი, ვაკიჯვარი).
სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახური პროფილაქტიკურ სამუშაოებს ინტენსიურად აწარმოებს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.






















































![Young couple sitting on a sofa, drinking, talking. Click here for more "people at home" images:
[url=my_lightbox_contents.php?lightboxID=1507925][img]http://www.nitorphoto.com/istocklightbox/peopleathome.jpg[/img][/url]](https://gurianews.com/wp-content/uploads/2026/02/kalimamakaci-360x180.jpg)










