Nokia 3310-ის წარმოებას თავიდან იწყებს. აღნიშნულ ინფორმაციას INDEPENDENT ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ტელეფონი თავდაპირველად 2000 წელს გამოიცა.
გავრცელებული ინფორმაციით, Nokia 3310-ის ახალი გამოშვება მხოლოდ 59 ევროდ გაიყიდება.
მაუწყებლის ინფორმაციით, ტელეფონის შესახებ ცნობილი მოგვიანებით მობილურების მსოფლიო კონგრესზე გახდება.
როგორც ცნობილია, ტელეფონის ყიდვა AMAZON-ზეც არის შესაძლებელი.
მაუწყებლის ცნობით, ამაზონი აღწერს ტელეფონის თვისებებს.
როგორც ცნობილია, ტელეფონს აქვს საათი, კალკულატორი, ათამდე შეხსენების შენახვის უნარი და 4 თამაში: Snake 2, paris 2, space impact და bantumi.
გავრცელებული ინფორმაციით, მას შემდეგ რაც microsoft-მა Nokia გაყიდა, ბრენდი ცდილობს წარმატებას ძველი მოდელების ახალი ვერსიების წარმოებით მიაღწიოს.
მსგავსი მცდელობის ნაწილია Nokia 125, რომელიც 29 დოლარი ღირს.
როგორც ცნობილია, Nokia-ს ბრენდის ქვეშ დამზადებული ტელეფონების წარმოების უფლებები და სახელი ფინურმა კომპანიამ HMD Global-მა შეიძინა, რომელიც ახალი მობილურების გამოშვებას, Nokia 2-ის, 5 -ის და 6-ის გეგმავს.