ლუქსემბურგში სამგზავრო და სატვირთო მატარებლების შეჯახებას მსხვერპლი მოყვა. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, მატარებლების შეჯახების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 6 დაშავდა, რომელთაგან ორი მძიმე მდგომარეობაშია.
გავრცელებული ცნობით, შემთხვევა საფრანგეთის საზღვართან მოხდა, სადაც 2006 წელს მატარებლების შეჯახებას 6 ადამიანი ემსხვერპლა.