ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათში ყაჩაღობა რამდენიმე საათის წინ მოხდა. როგორც გვითხრეს 3 დამნაშავე ოჯახში დაბნელებისას შეიჭრა და ოჯახის უფროსს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მეზობლების თქმით დღეს ოჯახმა დაფნა ჩააბარა და სახლში ამით მიღებული შემოსავალი _200 ლარი ჰქონდათ. მათივე თქმით სწორედ ამ თანხისთვის გაიმეტეს ოჯახის უფროსი, რომელიც ამჟამად საავადმყოფოშია მოთავსებული.
ყაჩაღობის ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით სისხლის სამართლის საქმე 179_ე (ყაჩაღობა) მუხლითაა აღძრული და მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.