„მედალფას“ ჩოხატაურის განახლებული სამედიცინო ცენტრი დღეს კომპანიის დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ და გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ გახსნეს.
საავადმყოფო, რომელიც 2012 წლიდან ფუნქციონირებს ამ დრომდე მხოლოდ ამბულატორიას და ხუთ საწოლიანი სტაციონარს მოიცავდა. დღეიდან კი სტაციონარი 25 საწოლიანი გახდა და სამშობიარო განყოფილებაც დაემატა.