საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, 11 თებერვალს ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6223 ლარი იქნება. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.6454 ღირდა. შესაბამისად, ლარი დოლართან მიმართებით 0.0231-ით გამყარდა.
ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 2.7907 ლარი შეადგინა. აქამდე მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 2.8290 ლარი იყო. შესაბამისად, ევროსთან მიმართებით ლარი 0.0383- ით გამყარდა.
ლარის კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.2771 ლარია. აქამდე მოქმედი კურსი 3.3237 ლარი იყო, ლარი სტერლინგთან 0.0466-ით გამყარდა.
თურქულ ლირასთან მიმართებაში ლარის კურსმა 0.7132 ლარი შეადგინა, აქამდე მოქმედი კურსი 0.7165 ლარი იყო. ლარი ლირასთან 0.0033-ით გამყარდა.