საოჯახო ფოტოსურათი სამუშაო მაგიდაზე მოდის აყოლა არ ყოფილა. ახლობლების, ძვირფასი ადამიანების ყოველი გახსენება ადამიანს ეხმარება სტრესის მოხსნაში – ამტკიცებენ აშშ-ის კორნელის უნივერსიტეტის ფსიქოლოგები.
მკვლევარებმა შეკრიბეს მოხალისეთა ჯგუფი და სთხოვეს – ჯერ გაეხსენებინათ მათ თავს გადახდილი რაიმე უსიამოვნო შემთხვევა, ხოლო მერე ახლობლებზე და სასიამოვნო მოვლენებზე ეფიქრათ.
როდესაც ცდის პირთა სტრესის დონე განსაზღვრეს, მეცნიერებმა შენიშნეს, რომ ნეგატიურ მოვლენებს უკეთ უმკლავდებოდნენ ისინი, ვისაც უფლება მისცეს თან ჰქონოდათ ახლობელი ადამიანის ფოტოსურათი, ან შეახსენეს, რომ ეფიქრათ მათზე.
მართლაც, ცდის პირები, ვისაც მუდმივად გვერდზე აღმოაჩნდა ახლობლების ფოტოსურათები, საკუთარ თავში დაჯერებული აღმოჩნდნენ თვით იმ სიტუაციებშიც კი, რომლებიც სხვებისთვის ძალიან პრობლემურს წარმოადგენდა.