https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ნაპოვნია ზვავის შედეგად დაღუპული რვა მოთხილამურის ცხედარი, რომელთა ამოყვანაც ჯერ ვერ ხერხდება – ტრაგედიის დეტალები (უცხოეთი)

    დღეს ვაშინგტონში „მშვიდობის საბჭოს“ პირველი სამიტი გაიმართება

    “ეს ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც…” _ ფრიდრიხ მერცი უკრაინაში ომის დასრულებაზე

    ჟენევაში გამართული ორ დღიანი შეხვედრის შემდეგ ზელენსკი რუსეთს მოლაპარაკებების დასრულების გაჭიანურებაში ადანაშაულებს

    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთი უკრაინაში საელჩოზე განზრახ თავდასხმაში დაადანაშაულა

    რით მოკლეს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთში – რა განაცხადეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მოსამართლეებს სახლები საკუთრების უფლებით აღარ გადაეცემათ _ ახალი კანონპროექტი

18:02; 8.02.2017
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

საქართველოს პარლამენტს ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატები” ახალი საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს და მოსამართლეთა სოციალური დაცვის გარანტიების დაზუსტებისთვის, მოსამართლების მიმართ საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობის თაობაზე, კანონმდებლობაში არსებული უზუსტობების აღმოფხვრას მოითხოვს.

"ახალგაზრდა ადვოკატების" საკანონმდებლო წინადადების თანახმად, "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონსა და "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ" კანონში უნდა განხორციელდეს ცვლილებები, რომელიც გულისხმობს სახელმწიფოს საჯარო უფლებამოისლების ფარგლებში, მოსამართლეების მიმართ საცხოვრებელი ფართების გადაცემას დროებით სარგებლობაში, მოსამართლედ საქმიანობის ვადით.

"კანონპროექტის მიზანი ემსახურება სამართლის ნორმის მიზნიდან გამომდინარე, სწორ და არაერთგვაროვან გადაწყვეტილებების მიღებას და შესაბამისობაში მოდის საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ძირითადი პრინციპებთან, ევროსაბჭოსა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან. არაფულადი სახის შეღავათებით მოსამართლეთა უზრუნველყოფამ შესაძლოა ხელყოს მოსამართლის დამოუკიდებლობის საკითხი.  შესაბამისად, შესაძლოა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმეები გადაწყდეს მიკერძოებულად, რაც უშუალოდ ეწინააღმდეგება სამართლიანი სახელმწიფოს პრინციპს, ცვლილება კანონპროექტში კი ეფექტურია იმ მხრივ, რომ დაკონკრეტდება კანონის მიზანი, მოქმედების სფერო, რაც ამავდროულად დიდ წვლილს შეიტანს მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებობასა და მიუკერძოებლობაში", _ აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

"ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ქართულ სასამართლო სისტემაში არსებობს ფაქტი, რომელიც დღემდე საზოგადოებრივი განსჯის და პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობის საფუძვლებს იძლევა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის ივნისში მიღებული განკარგულების თანახმად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ქ. ბათუმში გადატანასთან დაკავშირებით, მოსამართლეთა სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფომ საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლეს, სიმბოლურ ფასად – 1000 ლარად, ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, უძრავი ქონებები საკუთრების უფლებით გადასცა. ამასთან, 2016 წელს, სახელმწიფომ საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლის სოციალური დაცვის უზრუნველყოფის მიზნის განხორციელება დაისახა არსებული პრაქტიკის მიხედვით, როდესაც ახალი მოსამართლის მიმართ საცხოვრებელი ფართი, ასევე საკუთრების უფლებით უნდა გადაცემულიყო, სიმბოლურ ფასად – 1 ლარად.

2016 წელს, სახელმწიფოს მცდელობა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მხრიდან აქტიური პროტესტის გამო, აღარ განხორციელებულა, თუმცა სახელმწიფოს უარი არ უთქვამს მოსამართლეების მიმართ უძრავი ქონების სიმბოლურ ფასად, საკუთრების უფლებით გადაცემის პერსპექტივაზე. 

ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, ცვლილება უნდა შევიდეს "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის 68-ე მუხლის მე-3 ნაწილში. ამასთან, "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ" კანონს უნდა დაემატოს 11 პრიმა მუხლი, რომლის თანახმადაც, "საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს, საკონსტიტუციო სასამართლოს მართლმსაჯულების განხორციელების ადგილას, სახელმწიფო დროებითი სარგებლობის უფლებით უზრუნველყოფს აუცილებელი საცხოვრებელი ფართობით ან უნაზღაურებს საამისოდ საჭირო ხარჯებს სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელების ვადით". კანონპროექტის ამოქმედების სავარაუდო თარიღად მითითებულია 2017 წლის 1 მაისი.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ მათი მხრიდან საკანონმდებლო წინადადებაზე მუშაობა განხორციელდა ორგანიზაციის სამართლის ჯგუფის მონაწილეობით და არ ყოფილა შეზღუდული რომელიმე დონორი ორგანიზაციის განსაკუთრებული მოთხოვნით. აღნიშნული "ახალგაზრდა ადვოკატების" უკვე მეოთხე საკანონმდებლო წინადადებაა, რომელსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს.

ცნობისთვის, "ახალგაზრდა ადვოკატები" დაახლოებით ერთი წლის წინაც აცხადებდნენ, რომ სახელმწიფომ მოსამართლეებისთვის ბინების ჩუქება აღარ უნდა გააგრძელოს. მაშინ, ორგანიზაციის ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი აღნიშნავდა, რომ "აუცილებელი საცხოვრებელი ფართით" უზრუნველყოფა, არ ნიშნავს მოსამართლისთვის სიმბოლურ ფასად, საკუთრებაში ქონების გადაცემას. ასეთი საცხოვრებელი ფართი, მოსამართლეს შესაძლებელია გადაეცეს დროებით სარგებლობაში იქედან გამომდინარე, რომ ბინის ქირა, შესაძლებელია, სამოსამართლო უფლებამოსილების ვადით, მნიშვნელოვან საბიუჯეტო ხარჯებთან იყოს დაკავშირებული".

"ახალგაზრდა ადვოკატები" აღნიშნავდნენ, რომ თუკი მოსამართლის მიმართ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა, სიმბოლურ ფასად მოხდება, განმეორდება წინა ხელისუფლების პრაქტიკა, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა 2007 წლის ივნისში თავისი განკარგულებით, საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლეს სოციალური დაცვის გარანტიების სახელით, სიმბოლურ ფასად – 1000 ლარად ქ. ბათუმში საცხოვრებელი ბინები გადასცა. 

მოსამართლეებისთვის ბინებით უზრუნველყოფას ეწინააღმდეგებოდა  "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც". როგორც საიაში აღნიშნავდნენ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთათვის, უძრავი ქონების – საცხოვრებელი ფართის სიმბოლურ ფასად, საკუთრებაში გადაცემის ფაქტმა (ფაქტებმა) შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს მოსამართლეთა დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაზე, ისევე, როგორც საზოგადოების მათდამი ნდობაზე და ჩრდილი მიაყენოს ინდივიდუალური მოსამართლეების, ასევე სასამართლოს, როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არბიტრის როლზე საზოგადოების თვალში".

მოგვიანებით, საკონსტიტუციო სასამართლომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო რომ მოსამართლეები თავს შეურაცხყოფილად გრძნობდნენ. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ მოსამართლეთა სოციალური გარანტიები ლეგიტიმურად მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში, თუმცა ზოგიერთი პოლიტიკური ძალის მიერ გაკეთებული განცხადებები ეჭვქვეშ აყენებს სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას.

საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავდა, რომ "ხელისუფლების კანონიდან მომდინარე ვალდებულება, მოსამართლეთა საქმიანობის უზრუნველსაყოფად შეუქმნას მათ სათანადო სოციალური გარანტიები, ემსახურება სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის განმტკიცებას და, თავისთავად, ვერ დააყენებს კითხვის ქვეშ მათ მიუკერძოებლობას. ამავე დროს, საკონსტიტუციო სასამართლო მიესალმება ნებისმიერ ნაბიჯს, მათ შორის, კანონმდებლობის დახვეწისა და მეტი განჭვრეტადობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, რაც გამორიცხავს სხვადასხვა სახის სპეკულაციებს ამ საკითხის ირგვლივ".

"ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ვერ მიუთითებს ხელისუფლებას იმაზე, თუ რა სახით უნდა იქნეს შესრულებული კანონით მასზე დაკისრებული ვალდებულება. იმავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლო თვლის, რომ ნებისმიერი დროის ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, ეს საკითხი გადაწყვიტოს სრულფასოვნად, კითხვის ნიშნების გარეშე, რათა საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად გათვალისწინებული საკანონმდებლო რეგულაცია არ გახდეს სპეკულირების საგანი და არ იქნეს გამოყენებული სასამართლოს რეპუტაციის დასაკნინებლად, რასაც, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში აქვს ადგილი“, _ აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.

ამავე თემაზე:

რას ფიქრობენ მოქალაქეები მოსამართლისთვის ბინის საკუთრებაში გადაცემაზე

მერაბ ტურავასთვის ბათუმში ბინის გადაცემის საკითხს საკრებულო დღეს აღარ განიხილავს

იმის გამო, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ვიღებთ ხელფასს, ჩვენ არ უნდა ვიყოთ სახელმწიფოზე დამოკიდებული – ტურავა

სახელმწიფომ მოსამართლეებისთვის ბინების ჩუქება აღარ უნდა გააგრძელოს

მოსამართლეებისთვის უძრავი ქონების სიმბოლურ ფასად გადაცემის მანკიერი პრაქტიკა გრძელდება

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

საქართველოდან ნავთობის და ნავთობპროდუქტების ექსპორტი რეკორდულად გაიზარდა – საქსტატი

13:43; 19 თებერვალი, 2026
საზოგადოება

„ოდესმე, მიაქცევს ვინმე ყურადღებას ჩემს ნახატებს, მოიცლიან ჩემისთანა ხალხისთვისაც“ _ ამბავი ერთი მხატვრისა

12:52; 19 თებერვალი, 2026
საზოგადოება

კლუბი თუ გზა _ მოსახლეობის დიდი ნაწილი უგზოობის პრობლემის მოგვარებას ითხოვს

11:46; 19 თებერვალი, 2026
საზოგადოება

ათ მილიონიანი რეაბილიტაცია, რომლის დასრულების ვადა კომპანიას სამჯერ გაუგრძელდა

11:45; 19 თებერვალი, 2026
საზოგადოება

გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

10:06; 19 თებერვალი, 2026

მეცნიერებმა თვითმწმენდი მინა შექმნეს

ყოფილ გამომძიებელს 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ყველა სიახლე

საზოგადოება

საქართველოდან ნავთობის და ნავთობპროდუქტების ექსპორტი რეკორდულად გაიზარდა – საქსტატი

13:43; 19.02.2026
პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი – ყველაფერი, რაც დღეს საქართველოში ხდება, ქვეყანას ევროპული გზიდან და ევროპული რეფორმებიდან აშორებს

13:37; 19.02.2026
საზოგადოება

„ოდესმე, მიაქცევს ვინმე ყურადღებას ჩემს ნახატებს, მოიცლიან ჩემისთანა ხალხისთვისაც“ _ ამბავი ერთი მხატვრისა

12:52; 19.02.2026
სამართალი

ხელვაჩაურში ავტომატით ჩაცხრილული კაცის საქმე – რა უთხრა მოწმემ ნაფიც მსაჯულებს?

12:17; 19.02.2026
საზოგადოება

კლუბი თუ გზა _ მოსახლეობის დიდი ნაწილი უგზოობის პრობლემის მოგვარებას ითხოვს

11:46; 19.02.2026
საზოგადოება

ათ მილიონიანი რეაბილიტაცია, რომლის დასრულების ვადა კომპანიას სამჯერ გაუგრძელდა

11:45; 19.02.2026
ფეისბუქსტატუსები

“თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

11:42; 19.02.2026
სამართალი

საგანგებო ბრიფინგი სუს-ში – დაკავებულია 29 პირი

11:24; 19.02.2026
სამართალი

“მეზობელ არასრულწლოვან გოგოს სქესობრივ კავშირს სთავაზობდა” _ შსს განცხადებას ავრცელებს

11:09; 19.02.2026
მსოფლიო

ნაპოვნია ზვავის შედეგად დაღუპული რვა მოთხილამურის ცხედარი, რომელთა ამოყვანაც ჯერ ვერ ხერხდება – ტრაგედიის დეტალები (უცხოეთი)

10:40; 19.02.2026
მსოფლიო

დღეს ვაშინგტონში „მშვიდობის საბჭოს“ პირველი სამიტი გაიმართება

10:35; 19.02.2026
მსოფლიო

“ეს ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც…” _ ფრიდრიხ მერცი უკრაინაში ომის დასრულებაზე

10:10; 19.02.2026
საზოგადოება

გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

10:06; 19.02.2026
ზაფრანი

რომელი ქალის შურისძიებას უნდა ერიდოს მამაკაცი   

9:58; 19.02.2026
ზაფრანი

ყველაზე რომანტიკული მამაკაცები    

9:55; 19.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

11:42; 19.02.2026
0

„იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

13:30; 18.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო