უახლოეს მომავალში შესაძლოა ადამიანმა მინის წმენდის დამღლელ საქმიანობას თავი აარიდოს. მინა თავად იზრუნებს საკუთარ სისუფთავეზე.
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სპეციალისტებმა წყალგაუმტარი და თვითწმენდის უნარის მქონე მინა შექმნეს. უნიკალური თვისების მინა სპეციალური ნივთიერების თხელი ფენის წასმით მიიღება. შედეგად, მინის ზედაპირზე თვალისთვის შეუმჩნეველი, მიკროსკოპული კონუსები წარმოიქმნება, რომლებიც უკუაგდებს წყალს და მინაც ავტომატურად იწმინდება.
მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ასეთი მინის წარმატებით გამოყენება შესაძლებელია მზის პანელების წარმოებაში. ცნობილია, რომ მზის ელემენტები სწრაფი გაჭუჭყიანების გამო ნაკლებეფექტური ხდება. ახალი მინის გამოყენების შემთხვევაში, მათ ზედაპირზე ნაკლები რაოდენობის მტვერი და ჭუჭყი დაგროვდება. ანტიბაქტერიული მოქმედება კი, მზის მეტი ენერგიის მიღების საშუალებას შექმნის.
სამომავლოდ, უნიკალური მინა შესაძლოა დაინერგოს მობილური მოწყობილობების წარმოებაშიც. მისი წყალობით, მკვეთრი სინათლის პირობებშიც კი, შესაძლებელი გახდება ეკრანზე გამოტანილი გამოსახულების დანახვა. გარდა ამისა, თვითწმენდის უნარის საშუალებით ეკრანი ნაკლებად დაისვრება.