პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირეტორის გიორგი კეკელიძის ინფორმაციით, ფუძნდება "გურული დღიურების" ფონდი, რომელიც საწყის ეტაპზე სტიპენდიას ორი ოზურგეთელი მოსწავლისთვის გასცემს.
"მინდა ძალიან კარგი ამბავი გამცნოთ და გახაროთ. ჩემმა მეგობრებმა გადაწყვიტეს ჩამოაყალიბონ გურული დღიურების ფონდი, სადაც შემოწირულობებთან ერთად, ჩემი წიგნებიდან შემოსული ჰონორარის ნაწილი გადაირიცხება.
ფონდის მუშაობაში მეც აქტიურად ჩავერთვები. რადგან ვფიქრობ, რომ ქვეყნის უმთავრესი გამოწვევა განათლებაა, საწყის ეტაპზე, ფონდი გასცემს სტიპენდიას ორი ოზურგეთელი მოსწავლისთვის. პირველი მათგანი შერიჩევა აკადემიური მოსწრების და შესაბამისი გასაუბრების შედეგად, ხოლო მეორე – სოციალურად დაუცველი ოჯახიდან იქნება.
სხვა დეტალებს მარტში გაგაგებინებთ" _ წერს კეკელიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე