საზოგადოებრივ მაუწყებელზე რეორგანიზაციის დაწყებას და გადაცემების დახურვას არც ადასტურებს და არც უარყოფს მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოადგილე. სავარაუდოდ, დეტალური იინფორმაცია მიმდინარე რეორგანიზაციაზე ორშაბათს გახდება ცნობილი
რაც შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელის გენერალური დირექტორის მრჩეველს, მიმდინარე მოვლენებზე საუბრისგან თავს იკავებს ია ანთაძეც.
„სანამ არ იქნება კომპლექსურად წარმოდგენილი აი ეს გეგმა, მანამდე აზრი არ აქვს კომენტარის გაკეთებას და ორშაბათს უნდა დაველოდოთ ყველა. ვერ ვაკეთებ ახლა კომენტარს იმიტომ, რომ არაფრის უარყოფას ან დადასტურებას აზრი არ აქვს,“ – აღნიშნა ია ანთაძემ.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე მოსალოდენელი ცვლილებებისა და მასობრივი გათავისუფლებების შესახებ ინფორმაციას კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის ავრცელებს.