ნიდერლანდებში საჰაერო მიმოსვლის კონტროლის სისტემის ტექნიკურმა პრობლემამ ამსტერდამის სხიპოლის აეროპორტში შეფერხებები გამოიწვია. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
"ჩვენ არ ვიცით თუ რა არის მიზეზი და რა დრო დასჭირდება მის დაფიქსირებას",_განაცხადა სპიკერმა პოლ ვებერმა.
როგორც ცნობილია, სხიპოლის აეროპორტში პრობლემა ღამე 2 საათსა და 15 წუთზე დაიწყო.
სხიპოლის აეროპორტი ევროპაში ერთ-ერთი უმსხვილესი საკვანძო ავია კომპანიაა და 58 მილიონ მგზავრს ემსახურება.