REUTERS-ის ინფორმაციით, ევროსაბჭოს პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ევროპისთვის ისეთივე საფრთხეს წარმოადგენს როგორიცაა რუსეთი, ჩინეთი და რადიკალური ისლამი.
მაუწყებლის ინფორმაციით, ევროსაბჭოს პრეზიდენტი ევროპელებს მოუწოდებს, რომ გაერთიანდნენ სამი კონტინენტური ძალის დომინირების თავიდან ასაცილებლად.
მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მიერ გაკეთებული განცხადებები ევროპის მომავლისთვის არა პროგნოზირებადია.
მაუწყებლის ინფორმაციით, ბრიუსელში ლიდერები შეშფოთებულები არიან იმით, რომ ტრამპი მხარს უჭერს ბრექსითს და ბრიტანეთს ბლოკის მიღმა განიხილავს.
„ევროკავშირის დაშლა არ გამოიწვევს მითიური სახელმწიფოების აღდგენას და მისი წევრი ქვეყნების დიდ ზესახელმწიფოებზე დამოკიდებულებას, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი და ჩინეთი“,_განაცხადა ტუსკმა და დასძინა, რომ „ჩვენ მხოლოდ ერთად შეგვიძლია ვიყოთ დამოუკიდებლები“.
„აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა გადავდგათ მტკიცე და თვალშისაცემი ნაბიჯები, რომ შეიცვალოს კოლექტივის ემოციები და ევროპული ინტეგრაციის მომდევნო დონისკენ მისწრაფება ამაღლდეს“,_აცხადებს ტუსკი.