მეტროში მგზავრების გადაყვანა დიდუბე-ვარკეთილის მიმართულებით უკვე აღდგენილია.
„გურია ნიუსი“ მეტროს მოძრაობის შეფერხების მიზეზის გასარკვევად სატრანსპორტო კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, ლელა სეთურიძეს დაუკავშირდა. თუმცა, როგორც სეთურიძემ განაცხადა, ტექნიკური ხარვეზის გამომწვევი მიზეზის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია ამ დროისთვის არ აქვს.
„დაზუსტებული ინფორმაცია ამ დროისთვის ჯერ არ გვაქვს. ტექნიკური ხარვეზი იყო დიდუბე-ვარკეთილის მიმართულებით, დიდუბე-ახმეტელი კი ჩვეულებრივად მოძრაობდა, ასევე შეუფერხებლად მოძრაობდა საბურთალოს ხაზიც. ამ წუთას შეფერხება აღარ არის და მეტრო ჩვეულებრიბად ემსახურება მგზავრებს", _ განაცხადა სეთურიძემ.