ტრაგედია მოხდა ჩოხატაურში _ სოფელ შუასურებში მცხოვრები 28 წლის არჩილ შათირიშვილი, სურების მთებში, მესაქონლეთა კარავში გაყინული იპოვეს.
ახალგაზრდას ახლობლები და სამაშველო სამსახური ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ:
_ შუა სურებიდან ვანის მუნიციპალიტეტში მთის გავლით არის გადასვლა შესაძლებელი. ამ მოკლე გზით ბევრი ადამიანი სარგებლობს. ასე მოხდა არჩილის შემთხვევაშიც. მეგობართან იყო წამოსული და სახლში შაბათს წამოვიდა. მას შემდეგ იძებნებოდა. დღეს იპოვეს მთაში, მესაქონლეთა კარავში გაყინული, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ.
მისივე თქმით, ამ წუთებში, ცხედრის გადმოსასვენებლად, მთებში გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.