დიდთოვლობის გამო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ექვსი სოფელი: დიდი ვანი, შუა სურები, ზემო სურები, ქვაბღა, ჩხაკაურა და ზოტი რაიონულ ცენტრს მოსწყდა. აღნიშნულ სოფლებში თოვლის საფარი 3 მეტრს აღწევს და მუნიციპალიტეტის ტექნიკა ვერ ერევა:
_ იმდენად დიდი თოვლია, რომ ჩვენი ტექნიკა ვერ ახერხებს გზის გამწნედას. ზოტში ამ წუთებში იმყოფება ტრაქტორი და ცდილობენ თოვლი იმ დონეზე მაინც დატკეპნონ, რომ ფეხით გავლა გახდეს შესაძლებელი.
ქობულეთიდან ველოდებით სპეცტექნიკას, რომ გზის გაწმენდა მოხერხდეს. უნდა ითქვას ისიც, რომ ინტენსიური თოვის გამო ხილვადობაც შეზღუდულია, რაც უფრო მეტად აფერხებს გაწმენდით სამუშაოებს, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ.