ადამიანი, რომელიც ამ ფოტოზე ჩანს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელია სოფელ შუა ფარცხმაში. ზურაბ გურგენიძეს ეს ფოტო მაშინ გადაუღეს, როდესაც გამგებელს, ირაკლი კუჭავას ურეკავდა და ეუბნებოდა, რომ სოფლის ცენტრალური გზა გაწმენდილი იყო.
_ კი, ნამდვილად დამირეკა და მითხრა, რომ გზა გაწმენდილია, _ ინფორმაცია დაგვიდასტურა ირაკლი კუჭავამ.
არადა, ზურაბ გურგენიძე ზარის გახორციელების დროს სოფლის ცენტრში იდგა _ მისი თქმით გაწმენდილ გზაზე.