ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის კულტურის სახლის რეაბილიტაციაზე 250000 ლარი დაიხარჯება. თანხა ადგილობრივ ბიუჯეტში უკვე გამოყოფილია:
_ ძიმითის კულტურის სახლს დიდი ხნის ისტორია აქვს. სამწუხაროდ, ავარიული შენობის გამო იქ ღონისძიებების გამართვა პრობლემა იყო. არადა, სოფელში ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა, რომლებიც პირობების არარსებობის მიუხედავად მუდივად ახერხებდნენ რაიონულ ღონისძიებებში მონაწილეობას და წარმატებების მიღწევას.
ვფიქრობ, რომ სოფლებში კულტურული ცხოვრების აღდგენა და ხელშეწყობა აუცილებელია. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ წელს კულტურის სახლის სრული რეაბილიტაცია მოვახდინოთ, _ გვითხრა მერაბ ჭანუყვაძემ.