REUTERS-ის ინფორმაციით,უკრაინის პრეზიდენტი, პოროშენკო აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებას არ აქვს საერთო ამერიკის შეერთებული შტატების მიერ რუსეთისთვის დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებთან.
მაუწყებლის ცნობით, ფინეთის დედაქალაქში გამართულ პრესკონფერენციაზე პოროშენკომ განაცხადა, რომ თუ რუსეთი ამერიკის შეერთებულ შტატებს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში დაეხმარება უკრაინისა და ამერიკის ურთიერთობებში არაფერი შეიცვლება.
„ჩვენ ბოლო 3 წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში ორივე პარტიის ძლიერი მხარდაჭერით ვსარგებლობდით და ვერ ვხედავ მიზეზს, რომ შეიცვალოს სიტუაცია“,_განაცხადა პოროშენკომ.
მისივე თქმით, ახლო აღმოსავლეთის ვითარებას უკრაინასთან კავშირი არ აქვს.
„ვერ ვხედავ რაიმე კავშირს ახლო აღმოსავლეთში შესაძლო პროგრესსა და უკრაინაში არსებულ ვითარებაში. ახლა ერთადერთი ეფექტური გზა არის სანქციები და მოტივაცია, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, პუტინი იყოს მოლაპარაკებების მაგიდასთან“,_ განაცხადა პოროშენკომ.