ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში დაიწყეს ელექტროენერგიის მიმწოდებელი და გამანაწილებელი სატრანსფორმატორო პუნქტების (ე.წ. ქვესადგურების) შეღობვა, რომლებიც აქამდე ღია მინდვრებში იდგა და საფრთხის შემცველობაზეც მოსახლეობა ხშირად საუბრობდა.
მოსახლეობის თქმით, ხშირად ტრანსფორმატორის გაღებას და დენის ჩართვა-გამორთვას არაკომპეტენტური პირები ცდილობდნენ.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ოზურგეთის მენეჯერი გია ნაკაიძე „გურია ნიუსთან“ ამბობს, რომ ქვესადგურების შემოღობვა 2017 წლის იანვარში დაიწყო.
_ დღეისთვის, სატრანსფორმატორო პუნქტები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელში შემოიღობა _ მაკვანეთში, ურეკში, ნატანებში, შრომშა, ურეკსა და ჭანიეთში. შემოღობვა გრძელდება. კონსტრუქციული მავთულღობეებით ქვესადგურების შემოღობვა უსავრთხოების მიზნით ხდება და ეს თანდათან გახორციელდება ყველა სოფელში, _ გვითხრა ნაკაიძემ.