"არსებობს ორი ვარიანტი, რის გამოც მერაბიშვილმა პარტიის გენერალურ მდივნობაზე უარი თქვა", _ ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ბეჟაშვილმა ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” განაცხადა.
ბეჟაშვილის განმარტებით, მერაბიშვილმა აირჩია ნეიტრალური პოზიცია.
”ვფიქრობ, ვანო მერაბიშვილმა არჩია პოზიცია, როდესაც არც ერთ მხარესთან არ უნდა ასოცირება და უნდა ნეიტრალური პოზიციის დაკავება. ეს პროცესი რთული იყო, გამომდინარე იქიდან, რომ მხარდამჭერები ითხოვდნენ მისი, როგორც გენერალური მდივნის მხრიდან პოზიციის დაფიქსირებას. მე ადამიანურად მესმის ვანო მერაბიშვილის პოზიციის. ის იყო ”ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი, პრემიერ-მინისტრი და მისი საქმიანობა ასოცირდება ”ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან. ამ ეტაპზე, როდესაც პარტიას გამოეყო გარკვეული ჯგუფი და ცალკე დამოუკიდებელი პოლიტიკური საქმიანობის განხორციელება სურთ, ალბათ არ უნდა, რომ ასოცირდებოდეს რომელიმე მხარესთან, რადგან ორივე მხარეს მას ჰყავს მეგობრები. მეორე მხრივ შეიძლება ეს განპირობებული იყოს იმითაც, რომ მას შეიძლება აღარ სურს სამომავლოდ პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელება”, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა