ევროკავშირმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ახალი გარიგება უნდა სცადოს. აღნიშნული განცხადება REUTERS-ის ინფორმაციით უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა გააკეთა.
მაუწყებლის ინფორმაციით, ორბანმა ეკონომიკურ კონფერენციაზე ასევე განაცხადა, რომ ევროპა „ფედერალიზმის ილუზიისგან“ უნდა გათავისუფლდეს.
მისივე თქმით, ახალი შეთანხმების ცდა ევროპის გაუმჯობესებისა და კონკურენტ უნარიანობისკენ წინ გადადგმული ნაბიჯია.
როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ვერ შედგა.