"კომპანია "თელასის" ცნობით, თბილისის უბნების ნაწილს, დღეს, ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების მიზნით, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ნაძალადევის რაიონში: ცოტნე დადიანის, ღოღობერიძის, ტოროშელიძის, ბეჟანიშვილის, ქსოვრელის, ქართველიშვილის, ღრმაღელის, ინდუსტრიის, ლომთათიძის, ქართლის, ილურიძის, დაისის, კნოლევის, ზედაზენის, დიდი ჯიხაიშის, იმერეთის, ჯავის და თმოგვის ქუჩების მცხოვრებლებს.
ამავე მიზეზით, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება სამგორის რაიონში: გუმათგესის, ცისკარიშვილის, მოსტკოვის, იდუმალის, რაზიკაშვილის და ნავთლუღის ქუჩების მცხოვრებლებს.
ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების მიზნით შეზღუდვა გავრცელდება საბურთალოს რაიონშიც, კერძოდ: 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I, II, III, IV კვარტლების, შატილის, ჟღენტის, ნუცუბიძის, გამრეკელის, გურიელის, პიკასოს, ინტენსიფიკაციის, ამაშუკელის, ძოწენიძის და ჩხიკვაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
გადაუდებელი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო კი 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის და ქავთარაძის ქუჩის მცხოვრებლებს.
ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: კოსტავას, ოჟიოს და აფაქიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“.