ცოტა ხნის წინ გამოცემამ "Daily Mail"-იმ დაითვალა, რამდენ თანხას ხარჯავს ვიქტორია ბექჰემი საკუთარ თავზე:
5 ათასი დოლარი თვეში თმის კორექციისათვის. მის ვარცხნილობაზე დიდი ხანია ზრუნავს ცნობილი ლონდონელი და ყველაზე ძვირადღირებული სტილისტი ბენ კუკი.
“საღამოს“ რუჯი – და განსაკუთრებით, გარუჯული ფეხები არც თუ ისე იაფია – კვირაში 300 დოლარი. რუჯის სპეციალისტები თავად მიდიან ვიქტორიასთან.
საზოგადოებაში გასვლის წინ მაკიაჟი ვარსკვლავს 2 500 დოლარი უჯდება. დაახლოებით, 5 000 დოლარს ხარჯავს ის კოსმეტოლოგის მომსახურებაზე თვეში. კოსმეტიკურ საშუალებების შესაძენად კი, ის კვირაში დაახლოებით 1000 დოლარს ხარჯავს.
ფრჩხილების დაგრძელება და ლაქი 1000 დოლარი ყოველ თვეში.
მას შეუძლია მხოლოდ ერთ დღეში მაღაზიებში დაახლოებით 40 ათასი ევრო დატოვოს და ამასთან გარკვეული შენაძენი დიდხანს გაუხსნელად ედოს სახლში.