„დღეს დიდი დღეა არა მხოლოდ ამაერიკაში, არამედ საქართველოშიც, მე თქვენგან ტაშს არ ვიმსახურებ, თქვენ უფრო დიდ ტაშს იმსახურებთ თქვენი ერთგულებისთვის, თქვენი ბრძოლისთვის, _ ამ სიტყვებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობის დელეგატებს საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ, სანდრა რულოვსმა მიმართა. რულოვსის თქმით, ის ვინც ცდილობს შეასუსტოს მიშა, პირიქით მიიღებს.
"ბოლო წლებში იყო შეურაცხყოფები, დაკითხვები, იმის გამო, რომ მოძრაობის ერთგული მომხრეები ხართ. თქვენ აძლიერებთ პარტიას და აძლიერებთ მიშას. ასევე, მიშა გაძლიერებთ თქვენ, იმხელა ძალაა თვითონ მიშაში, რომ მისი ჩრდილისაც კი ეშინია ზოგიერთს ამ ქვეყანაში, რაც უნდა სცადონ, რომ მიშა შეასუსტონ, პირიქით შედეგს მიიღებენ; რაც უნდა გაუკეთონ მას, გინდა მოქალაქეობა წაართვან, ის მაინც თქვენთვის რჩება, საქართველოსთვის სცემს მისი გული. დარწმუნებული ვარ, რომ ყველგან თქვენს ოჯახებში, ჩვენი ოჯახისთვის იქნება პატარა მყუდრო ადგილი, ყველი, პური და სითბო, რაც არ უნდა წაართვან, თანამდებობა, თავმჯდომარეობა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, სადაც მიშა არის, იქ ქმნის ამინდს და ეს არის მისი დამსახურება“, _ განაცხადა სანდრა რულოვსმა.