მკვლელობის ბრალდებით თურქეთის ქალაქ ტრაპიზონში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.
ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.
ინტერნეტ პორტალ www.haberler.com -ის ინფორმაციით, ქართველმა ცოლ-ქმარმა სტამბულის ქადიკოის რაიონში 72 წლის ებრაელი ბიზნესმენი ჯაკ ლევი ჯერ დანით მოკლეს, შემდეგ კი გაძარცვეს.
სამართალდამცველები ქართველი ცოლ-ქმარის კვალზე ვიდეომეთვალყურის ჩანაწერების გაშიფრვის შემდეგ გავიდნენ. ცოლი ბიზნესმენის ბინაში დამლაგებლად მუშაობდა, ქმარი კი მებაღედ.
ძარცვის შემდეგ, ცოლ-ქმარი, რომელთა ვინაობა ჯერ არ სახელდება, ქვეყნიდან გაქცევას შეეცადნენ. თუმცა, ისინი ტრაპზონში დააკავეს. დაკავებისას მათ მოპარული თანხის ნაწილიც. დაკავებულები ამ დროისათვის წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან.