ცოტა ხნის წინ ბრიტანულმა გამოცემამ „The Sun” საინტერესო ცნობა გამოაქვეყნა.
ალაქ ლონდონის ერთ-ერთი პარკის დამლაგებელმა მარგალიტის საყურე იპოვა. ამ ისტორიაში უჩვეულო ის გახლავთ, რომ საყურე 83 წლის წინ ცნობილმა მსახიობმა მარლენ დიტრიხმა დაკარგა.
1934 წელს მსახიობი ლონდონში იმყოფებოდა და ამ პარკში ამერიკულ მთებზე სრიალებდა.
მაშინ ქალბატონი მარლენი და მასთან ერთად პარკის მთელი ადმინისტრაცია დაკარგულ ნივთს სულ ტყუილად ეძებდნენ. საყურე ხელოვნური ტბის დაშრობის შემდეგ, ახლახან აღმოაჩინეს.