ლონდონი მე-15 ევროპული ქალაქი გახდება, რომელიც ახალ აბრეშუმის გზას უერთდება. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ჩინეთი ევროპაში სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების გაუმჯობესების მიზნით ლონდონთან პირდაპირ სატვირთო სარკინიგზო ურთიერთობას ამყარებს.
როგორც ცნობილია, აღნიშნული ტრანზიტი ავია გადაზიდვაზე იაფი ჯდება, ხოლო საზღვაო გზით ტვირთის გადატანაზე სწრაფია.