„აზერბაინის 2017 წლის ეკონომიური მდგომარეობა გაურკვევლად გამოიყურება. მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაზე კი დამოკიდებულია არა მარტო ეროვნული ეკონომიკა, არამედ თითოეული მოქალაქის ბედი“,-წერს მიმომხილველი ასიმ კიამალი http://vesti.az/-ზე აღნიშნავს, რომ მეზობელ სახელმწიფოში ინფლაციის ოფიციალურმა მაჩვენებელმა დღეის მდგომარეობით, 12,4 %-ს მიაღწია, მოხმარების პროდუქტებსა და ბენზინზე ფასები იზრდება, ამას ემატება უმუშევრობის ზრდა და მანათის დევალვაცია.
„ისმის კითხვა-კიდევ რამდენი ხანი შეძლებს სახელმწიფო ხელოვნურად შეინარჩუნოს დაბალი ფასები ქვეყანაში? რის ხარჯზე აპირებს გაზარდოს საბიუჯეტო ხელფასები და რა ეშველება კერძო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს?
საჭიროა სასწრაფოდ განვითარდეს მეტროს მშენებლობა დედაქალაქში, ამისთვის კი საკამოად დიდი თანხებია საჭიროა, თორემ მალე დედაქალაქი საცობების კოლაბსში აღმოჩნდება. აქ კიდევ ერთი ნიუანსია, მეტროს ყოველი ახალი მგზავრი, სახელმწიფო დოტაციის დანამატი იქნება,
ქვეყნის ეკონომიკა „დაწყევლილ წრეში“ შედის და ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად საჭიროა ეროვნული ვალუტის-მანათის დევალვაციის შეჩერება.
ახალი სამუშაო ადგილები ქვეყანაში ახალი ფაბრიკების და ქარხნების აშენების შედეგად უნდა შეიქმნას და არა პარკებში პალმების და ყვავილების დარგვისთვის დროებით დასაქმებულთა ხარჯზე. ამ ქარხნების და ფაბრიკების მიერ გამომუშავებულმა პროდუქციამ იმპორტი უნდა ჩაანაცვლოს და მისმა ექსპორტმა ქვეყანაშ საჭირო ვალუტა შემოიტანოს.
ამისთვის კი საჭიროა საქმიან წრეებს შეღავათიანი კრედიტები გადაეცეს და ბანკებს შეეზღუდოთ საქმიანობა, რომლებიც მოსახლეობის ექსპლუატაციის ხარჯზე -კრედიტებზე 30%-იანი მოგების დანამატებით მდიდრდებიან.
ქვეყანაში საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების და კარდინალური რეფორმების დრო დადგა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი ეკონომიკის ყველა მიღწევის გადახაზვა და გასულ 90-იანებში დაბრუნება მოგვიწევს, შუქების გამორთვით და გრძელი რიგებით დამთავრებული“,-წერს სტატიის ავტორი.