მალის სამხედრო ბანაკში აფეთქების შედეგად 25-ზე მეტი ადამიანი ადამიანი ემსხვერპლა. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება და ვერტმფრენებია მობილიზებული.
როგორც ცნობილია, ბანაკში სახელმწიფოს სამხედროებთან ერთად სხვადასხვა შეიარაღებული დაჯგუფებებიც არიან განთავსებული, რომლებიც გაეროს შუამავლობით სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ქვეყნისჩრდილოეთით მდებარე უდაბნოში ერთად პატრულირებენ.