THE INDEPENDENT-ის ინფორმაციით, სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ ერთ-ერთი ცნობილი, ჰაკერულ დაჯგუფების ექაუნთთან ასოცირებული მომხმარებელი, ANONYMOUS ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ომს უცხადებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ANONYMOUS მხარდამჭერებს მოუწოდებს დონალდ ტრამპს თავს დაესხან და მის შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროონ.
„ 80-იანი წლები აღარ არის, როცა ინფორმაცია აღარ ქრება. თქვენ ინანებთ რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში აგირჩიეს“,_წერს ANONYMOUS.
როგორც ცნობილია, ANONYMOUS-ის აქტივისტებს ბოლო თვეებში მომხდარ არაერთ ჰაკერულ თავდასხმაში ედებათ ბრალი.
მაუწყებლის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ ტრამპის ვებ-გვერდის დახურვასა და ხმოვანი ფოსტის გატეხვაში აღნიშნული დაჯგუფება იყოს დამნაშავე.