ამერიკელმა თავდაცვის კონსტრუქტორებმა ყუმბარებს ახალი გამოყენება მოუძებნეს. სპეცოპერაციების მსვლელობისას სამხედროები მათ არამარტო აფეთქების, არამედ მოწინააღმდეგის დასაზვერადაც გამოიყენებენ.
პენტაგონმა მინიატურული რობოტების შესაძენად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 13,9 მილიონი დოლარი გამოყო. აშშ-ს არმია მაისამდე 1,100 "Recon Scount XT Throwbot"-ის მოწყობილობას მიიღებს. ,,გადასაგდებ’’ რობოტს ამერიკის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ინჟინრებმა დაზვერვის ფუნქციის შესაძენად ბორბლები და ვიდეოკამერები მიუმაგრეს.
"Recon Scout XT"-ის სიგრძე 19 სანტიმეტრია და იგი 544 გრამს იწონის. რობოტის გადასროლა 31 მეტრის მანძილზეა შესაძლებელი. სამხედრო ექსპერტების ხედვით, მზვერავი-ყუმბარის გამოყენება მჭიდროდ განლაგებული შენობების პირობებში იქნება ეფექტური.