დოლარში აღებული სესხების ერთჯერადი გალარების აქცია დღეს დაიწყო. ამ აქციას საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი ერთდროულად ახორციელებენ. საქართველოს მოქალაქეებს-ფიზიკურ პირებს, შესაძლებელია ინდმეწარმეებსაც, ვინც გარკვეულ პირობებს აკმაყოფილებს, ბანკები დღეიდან დაუკრეკავენ და აღნიშნულ პროგრამას შესთავაზებენ.
გალარება საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის ლარიზაციის პროგრამის ერთ-ერთი ეტაპია, რომელიც მიზნად ისახავს, მომხმარებლისთვის სესხის მომსახურების ტვირთის შემსუბუქებას, რაც გაცვლითი კურსის ცვლილებამ განაპირობა.
როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს www.mof.ge და საქართველოს ეროვნული ბანკის www.nbg.gov.ge ვებგვერდებზე დამატებით ინფორმაციაშია მითითებული, სესხების გალარება ნებაყოფლობითია. ბანკები ვალდებულნი არიან ამ პროგრამის შესახებ აცნობონ ყველა მსესხებელს, რომელმაც ამ დახმარებით შეიძლება ისარგებლოს და შესთავაზონ მათ თავიანთი პირობები. მსესხებელს ექნება საშუალებ,ა შეთავაზებული პირობებიდან გამომდინარე, თავად გადაწყვიტოს რომელ ბანკში ურჩევნია სესხის გალარება.
მთავრობა არ განახორციელებს სუბსიდიას იმ პირებზე, რომელთა წლიური შემოსავალი 2016 წელს 100,000 ლარზე მეტი იყო ან 2016 წლის 28 ნოემბრის მდგომარეობით, სესხის მომსახურე ბანკში მისი სესხის ძირითადი თანხის ჯამური დავალიანება აღემატება 100 000 (ასი ათას) აშშ დოლარს.დოლარში აღებული სესხების ერთჯერადი გალარების აქცია დღეს დაიწყო. ამ აქციას საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი ერთდროულად ახორციელებენ. საქართველოს მოქალაქეებს _ ფიზიკურ პირებს, შესაძლებელია ინდმეწარმეებსაც, ვინც გარკვეულ პირობებს აკმაყოფილებს, ბანკები დღეიდან დაუკრეკავენ და აღნიშნულ პროგრამას შესთავაზებენ.