ჯორჯ მაიკლის ბიძაშვილი, ანდროს გეორგიუ მომღერლის გარდაცვალებას ნარკოტიკებს უკავშირებს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ნარკოტიკები დაბრუნდა მის ცხოვრებაში“,_ თქვა მან BBC-ზე ვიქტორია დერბიშაიას გადაცემაში და დასძინა, რომ მომღერალი წარსულში კოკაინზე იყო დამოკიდებული.
„ვფიქრობ, რომ მან მიიღო რამდენიმე ანტიდეპრესანტის გადაჭარბებული დოზა“,_ამბობს გეორგიუ.
როგორც ცნობილია, მომღერალი 25 დეკემბერს 53 წლის ასაკში გარდაიცვალა.
პოლიციის განცხადებით, ექსპერტიზის შედეგები ამ დროისთვის სრულყოფილი არ არის.
მაუწყებლის ინფორმაციით, მომღერლის გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად დიაგნოსტიკური ღონისძიებები ჯერ კიდევ გრძელდება.
BBC-ის ცნობით, გეორგიუს ჯერავს, რომ მომღერლის გარდაცვალება უბედური შემთხვევა იყო.
„მჯერა, რომ მას თვითმკვლელობის შესახებ აზრები აწუხებდა, მაგრამ არ მჯერა, რომ ეს თვითმკვლელობაა“,_ამბობს ის.
მისივე თქმით, მაიკლის საყვარელი ნარკოტიკი კოკაინი იყო.
„ვფიქრობ, რომ მან შერეული ანტიდეპრესანტების ჭარბი რაოდენობა მიიღო სხვა მედიკამენტთან ერთად, ის ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო, რის გამოც მისმა გულმა უბრალოდ ფეთქვა შეწყვიტა“,_ამბობს გეორგიუ.
გეორგიუ, ყოფილი მუსიკალური პროდიუსერი, რომელიც მაიკლთან ერთად 1998 წლამდე მოგზაურობდა, ამბობს რომ „სიმართლე უნდა გაირკვეს, თუ რა იყო მის სისხლში იმ დროს, ვინ მისცა მას ნარკოტიკები ან რატომ დაიწყო ისევ მათი მოხმარება“.
მისივე თქმით, ის იმ ადამიანებს ესაუბრა, ვინც ვარსკვლავთან სიცოცხლის ბოლომდე ახლოს იყო და სჯეროდა, რომ „მაიკლი ნორმალურად ცხოვრებას ცდილობდა და მჯერა, რომ ის შეათრიეს უკან, სიბნელეში“.
ჯორჯ მაიკლის ბიძაშვილის თქმით, ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია, რომ მომღერალი ჰეროინს იყენებდა აბსურდია.
„ვიცი, რომ ეს არის ერთადერთი ნარკოტიკი რომელსაც ის არასდროს შეეხებოდა“.
მისივე თქმით, მაიკლმა შვება იპოვა, როდესაც 1998 წელს გაიხსნა ის უხამსი საქმე, რის გამოც დაპატიმრებული იყო.
მომღერალს ბიძაშვილი აღწერს როგორც პატიოსან კაცს, რომელსაც სძულდა სიცრუე.
მისივე თქმით, გაწეული ქველმოქმედების გამო მაიკლი გარდაცვალების შემდეგ ნათელში მოხვდება.
ამავე თემაზე:
მომღერალ ჯორჯ მაიკლის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი ცნობილია