თურქეთის პოლიციამ სტამბოლში, ახალი წლის ღამეს კლუბ „რეინაზე“ თავდასხმაში ეჭვმიტანილი მამაკაცი დააკავა. თურქი სამართალდამცველების მტკიცებით, დაკავებული უზბეკეთიდანაა. თურქული მედიის ცნობით, ტერაქტში ეჭვმიტანილი მეგობართან იმალებოდა და მაშარიპოვი საცხოვრებელ სახლში დააკავეს.
მასთან ერთად დაკავებულია მისი მცირეწლოვანი შვილიც.
შეგახსენებთ, რომ სტამბოლში ღამის კლუბ “რეინაზე“ თავდასხმას 39 ადამიანი ემსხვერპლა, 40-მა კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.