„ისლამურ სახელმწიფოსა“და სირიის არმიას შორის საომარ ქმედებებს, შაბათს, დიერ ალ-ზორში, სადაც ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით იერიში „ბოევიკთა“ ჯგუფმა დაიწყო, ათობით ადამიანი ემსხვერპლა. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS მონიტორინგის ჯგუფის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სირიის ადამიანის უფლებების ობსერვატორიის ცნობით, წელს საომარი ქმედებების შედეგად 82 ადამიანი დაიღუპა.
ბრიტანეთის დაფუძნებული მონიტორინგის ჯგუფის ცნობით, ომის შედეგად 28 სამხედრო და მილიციელი, „ისლამური სახელმწიფოს“ 40 მებრძოლი და 14 მოქალაქეა დაღუპული.
ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო SANA-ს ცნობით, დიერ ალ-ზორში არმიამ „ისლამური სახელმწიფოს“ ათეულობით მებრძოლი გაანადგურა.
როგორც ცნობილია, „ისლამური სახელმწიფო“ 2015 წლიდან დიერ ალ-ზორის ტერიტორიას აკონტროლებს, მაგრამ ხელისუფლებას კონტროლი შენარჩუნებული აეროპორტზე და ქალაქის დასახლებულ ნაწილზე აქვს, ხოლო გასულ თვეში ხელისუფლების სამხედრო ძალებმა ქალაქ პალმირას გათავისუფლება შეძლეს.