BBC-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეული პრეზიდენტის განცხადებებმა ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი შეაშფოთა.
როგორც ცნობილია, ტრამპმა ინტერვიუში განაცხადა, რომ ალიანსი მოძველდა, რადგან ტერორზე რეაგირებას ვერ ახდენს.
„ცალკე საკითხია, რომ ქვეყნები არ იხდიან წილს სამართლიანად, არადა უნდა იხდიდნენ, რაც უსამართლობაა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, რადგან ჩვენ უნდა დავიცვათ ისინი“, _ განაცხადა ტრამპმა.
მაუწყებლის ინფორმაციით, ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა კიდევ ერთი მილიონი მიგრანტის ქვეყანაში შეშვებით კატასტროფული შეცდომა დაუშვა.
გარდა ამისა, მან გამოთქვა შიში, რომ გერმანულ ავტოინდუსტრიას მაღალი საიმპორტო ტარიფები აქვს, ხოლო მექსიკაში, BMW-ს, VOLKSWAGEN -ის და DAIMLER-ის ქარხნების გაკეთებული ინვესტიცია უფრო იაფია.
„მივმართავ BMW-ს რომ მექსიკაში ქარხნის აშენება და მანქანების გაყიდვა 35%-ის გადახდის გარეშე დაივიწყოს“,_ განაცხადა ტრამპმა.
მაუწყებლის ინფორმაციით, მოგვიანებით ბრიუსელში, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, შტაინმაიერმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის განცხადებამ ალიანსის დამწუხრება და შეშფოთება გამოიწვია.
„ვესაუბრე ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს, რომელიც შეშფოთებულია ტრამპის გაკეთებული განცხადებით, რომ ნატო დაძველდა“, _ აცხადებს შტაინმეიერი.
როგორც ცნობილია, გასულ კვირას სენატის საკომიტეტო მოსმენაზე, ტრამპის მიერ არჩეულმა თავდაცვის მდივანმა, გენ ჯეიმს მატისმა ნატო დაახასიათა, როგორც ამერიკის თავდაცვისთვის ცენტრალური მნიშვნელობის მქონე.
მან ასევე რუსეთის პრეზიდენტი ალიანსის „დაშლის“ მცდელობაში დაადანაშაულა.
მაუწყებლის ინფორმაციით, კრემლი ტრამპის შეფასებას ალიანსის შესახებ დაეთანხმა.