გიგი უგულავა წარსულის საქმიანობაზე სრულად იღებს პასუხისმგებლობას. თბილისის ყოფილი მერი დაშვებული შეცდომების გამო წუხილს გამოთქვამს. მისი შეფასებით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" კრიზისი ვერ გადალახა და პარტიის ორად გაყოფაზე პასუხისმგებელი მიხეილ სააკაშვილია. _ აღნიშნული განცხადებები უგულავამ ქრონიკის ეთერში გააკეთა.
"მე სააკაშვილს გვერდით ვედექი "ვარდების რევოლუციიდან" დაწყებული ყველა უბედურებასა და გასაჭირში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით ერთად. ყველა შეცდომაზე მე ვიღებ პასუხისმგებლობას, მიუხედავად იმისა, არის თუ არა პირდაპირ შეხებეში ჩემთან. სრულად ვიღებ პასუხისმგებლობას, როგორც მერის, ასევე, ჩემი პოლიტიკური გუნდის, რომელსაც ხელისუფლებაში მე წარმოვადგენდი. იმ მიღწევებზეც ვიზიარებ პასუხისმგებლობას, რაც გვქონდა ამ ხნის განმავლობაში და იმ სამწუხარო, სავალალო შეცდომებზეც გამოვთქვამ წუხილს", _ აღნიშნა უგულავამ.