"ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის დავით მჟავანაძის განცხადებით, ოზურგეთში, პარტია არცერთ წევრს არ დაუტოვებია:
_ ოზურგეთის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყველა წევრი ადგილზეა და ემზადება 20 იანვარს ყრილობაზე წასასვლელად. ჩვენ მიშას გუნდი ვართ, _ აღნიშნულია სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც ხელს დავით მჟავანაძის გარდა პარტიის რიოანული ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი მიხეილ გოგოტიშვილი და საორგანიზაციო მდივანიჯაბა ღლონტი აწერენ.