აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანულმა მხარემ ე.წ „შავ სიაში“ ის 180 ჟურნალისტი შეიყვანა, რომელთაც მთიანი ყარაბახის მხარე მოინახულეს. ინფორმაციას kavkaz-uzel.eu ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, ჟურნალისტები, რომელთაც უკვე აეკრძალათ აზერბაიაჯანის ტერიტორიაზე შესვლა, ძირითადად, რუსეთის და უკრაინის მედიის წარმომადგენლები არიან, მათ რიცხვში ასევე შედიან გერმანელი, ფრანგი, იტალიელი და ამერიკელი ჟურნალისტები.
შეგახსენებთ, გასულ წელს აზერბაიანულმა მხარემ მთიანი ყარაბაღის მონახულებისთვის „შავ სიაში“ საფრანგეთის შს მინისტრი ბრუნო ლე რუ, აღმოსავლეთმცოდნე ევგენი სატანოვსკი, აგრეთვე რამდენიმე ლიტველი და იაპონელი ჟურნალისტებიც შეიყვანა.