იანვრის პირველ ნახევარში მთელი მსოფლიოს ჩვეული რიტმი ირღვევა და კალაპოტიდან ვარდება. საყოველთაო ქაოსი და არეულობა სუფევს ირგვლივ. მუშაობაც არავის უნდა. ამაში კი, მთავარი დამნაშავე ახალი წლის დღესასწაულია… სხვათა შორის, ციფრებში ასახული სადღესასწაულო ხარჯები საკმაოდ შთამბეჭდავია.
დავიწყოთ იმით, რომ მთელ პლანეტაზე, ახალი წლის დღეებში, ალკოჰოლზე ფასები 10-15 პროცენტით იზრდება.
მთელი მსოფლიოს მოსახლეობა საახალწლო საჩუქრებზე 150 მილიარდ დოლარს ხარჯავს და აქედან 25 მილიარდი წყალშია გადაყრილი – უგემოვნო, გამოუსადეგარ სუვენირებში.
ყველაზე მოთხოვნადი საკვები ახალ წელს წითელი ხიზილალაა. 5 000 ტონა იყიდება მხოლოდ ევროპაში.
საახალწლოდ მარტო საჭმლისა და სასმლის კი არა, ავიაბილეთების ფასებიც 50 პროცენტით იზრდება.
მარტო ჩინეთი ყოველწლიურად 1 ტრილიონი დოლარის ღირებულების ფოიერვერკებსა და მაშხალებს ყიდის.