მიუხედავად იმის, რომ ლე პენმა კანონიერად სცნო რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია და უკრაინა გადაიმტერა, რუსეთი ყველაზე რადიკალ ფრანგ პოლიტიკოს ქალს, ვალის დაბრუნებას სთხოვს.
2014 წლის ნოემბერში, მარინ ლე პენის „ნაციონალურმა პარტიამ“, პარტიული საჭიროებისთვის 9 მილიონი ევროს კრედიტი მიიღო პირველი რუსულ-ჩეხური ბანკიდან.
„რუსეთის დეპოზიტების დაზღევის სააგენტო სარჩელს ამზადებს სასამართლოში, რათა მოითხოვოს 9 მილიონი ევროს კრედიტის დაბრუნება „ნაციონალური პარტიისგან“, რომელიც მათ 2014 წლის ნოემბერში პირველი რუსულ-ჩეხური ბანკისგან აიღეს. მართალია, მოთხოვნის უფლება მესამე პირისთვის იყო გადაცემული, მაგრამ რუსეთის სააგენტო სასამართლოში სარჩელის შეტანას თვითონ აპირებს“, _ წერს finance.liga.net
სააგენტოს ინფორმაციით, პირველ რუსულ-ჩეხურ ბანკს ლიცენზირება 2016 წლის ზაფხულში შეუწყდა და ბანკროტად გამოცხადდა.