მიმდინარე წელს, ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს წევრმა ნათია შარაშენიძემ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისგან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის ასლის მოსაკრებლის გადახდაზე უარი განაცხადა და სარჩელით სასამართლოს მიმართა.
დღეს ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ნათია შარაშენიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ის, როგორც საკრებულოს წევრი, არ თავისუფლდება მოსაკრებლის გადახდისგან და კანონი ასლის მოსაკრებლის შესახებ ყველა მოქალაქეზე, მათ შორის, საკრებულოს წევრზეც თანაბრად ვრცელდება.
ქალბატონი ნათია მიზანმიმართულ პროვოკაციას ეწეოდა ქალაქის მერიის მიმართ. მას შესაძლებლობა ჰქონდა, მისთვის საჭირო ინფორმაცია ელექტრონული ფორმით გამოეთხოვა, რაც მოსაკრებლის გადახდას არ ექვემდებარება, ასევე, შარაშენიძეს შეეძლო ინფორმაციას გაცნობოდა დედანში.
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის აღნიშნული ფორმებით მან არ ისარგებლა, ხოლო ქალაქის მერიის მიერ, კანონის მიხედვით, დაწესებული მოსაკრებლის გადახდაზე უარი განაცხადა.