პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სამთავრობო ცვლილებებს არ გამორიცხავს, თუმცა, იმედი აქვს, რომ მოქმედ პრემიერთან და სამთავრობო გუნდთან, რომელსაც ქვეყნის განვითარებაზე მკაფიო ხედვა აქვს, მუშაობას გააგრძელებს.
„მთავრობის შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები შეიძლება მოხდეს. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრს და სამთავრობო ბირთვს, დარწმუნებული ვარ, ერთად ვიმუშავებთ. ამ გუნდს აქვს მკაფიო ხედვა, ჩვენი ქვეყნის განვითარების. მათ შორის აქცენტი კეთდება ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე!”, _ განაცხადა კობახიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.
ირაკლი კობახიძის აზრით, გასული წელი პოლიტიკურად წარმატებული აღმოჩნდა მმართველი გუნდისთვის _ მათ შეძლეს გამჭვირვალე და დემოკრატიულ არჩევნებში გამარჯვება, თუმცა, დარჩა უამრავი პრობლემა, დაკავშირებული შიდა და გარე ფაქტორებთან და ამ მხრივ მმართველ გუნდს ბევრი საზრუნავი აქვს.
გარდა “ქართული ოცნების” გამარჯვებისა, მნიშვნელოვანია, რომ ყველა დამკვირვებელმა "ეს არჩევნები შეაფასა, როგორც გამჭვირვალე და სამართლიანი. შესაბამისად, ეს იყო დემოკრატიის გამარჯვებაც. ეს იყო წარმატებული წელიწადი პოლიტიკური თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანასი უამრავი პრობლემა და გამოწვევაა, რაც დაკავშირებულია გარე და შიდა ფაქტორებთან. თუმცა, ჩვენი საზრუნავია, თითოეული ადამიანი იყოს დაკმაყოფილებული. ვცდილობთ, ყველა ადამიანი, რომელიც სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება, შევუმსუბუქოთ ცხოვრების პირობები. კიდევ ერთხე, დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ და ამ მიმარტულებით ბევრი გვაქვს საზრუნავი”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved