წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მესხეთში მცხოვრებ, ერთგული შალამბერიძეს საკუთარ სახლში რამდენიმე პირი თავს დაესხა. ნათესავების გადმოცემით, მას თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს, რის შემდეგაც შალამბერიძე თავის მანქანაში ჩასვეს, ხელ-ფეხი შეუკრეს, თავზე ტომარა ჩამოაცვეს და სოფელ ფარცხანაყანების მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომაგისტრალზე დატოვეს.
დაზარალებულმა თავი მხოლოდ 5 საათის შემდეგ გაითავისუფლა და ბიძაშვილებს დაუკავშირდა, რომლებმაც ერთგული შალამბერიძე პოლიციაში მიიყვანეს. ის უკვე დაკითხეს.
ნათესავების გადმოცემით, თავდამსხმელებმა შალამბერიძეს ადგილზე 5 ლარი და 20 ევრო წაართვეს. ამ დრომდე უცნობია რა გაიტანეს ყაჩაღობის შედეგად სახლიდან.
შალამბერიძის ახლობლები პოლიციას გულგრილობაში ადანაშულებენ. მათი განცხადებით, მამაკაცის ჯანმრთელობის მძიმე მდგომაროების მიუხედავად, სამართალდამცველებმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარება არ გამოიძახეს.
მათივე ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ შალამბერიძეების სახლში ქურდობა მოხდა, რომელიც ამ დრომდე არ გახსნილა. ამჯერად გამოძიება ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.


























































![Young couple sitting on a sofa, drinking, talking. Click here for more "people at home" images:
[url=my_lightbox_contents.php?lightboxID=1507925][img]http://www.nitorphoto.com/istocklightbox/peopleathome.jpg[/img][/url]](https://gurianews.com/wp-content/uploads/2026/02/kalimamakaci-360x180.jpg)




