მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე ცაავა აცხადებს, “ციანიდის საქმის” მასალების გაცნობის შემდეგ უფრო განუმტკიცდა აზრი, რომ მამა გიორგი მამალაძე წამოეგო შორენა თეთრუაშვილის პროვოკაციას.
როგორც მან “იმედის დროსთან” პირდაპირი ჩართვისას განაცხადა, მამა გიორგისთან რამდენიმე ხნით ადრე მივიდა საპატრიარქოს ერთ-ერთი გავლენიანი პირი და სთხოვა, რომ მისი ნათესავი ოქრომჭედლისთვის, რომელიც უკრაინაში ცხოვრობს, სჭირდება ციანიდი, რომელიც გამოიყენება ოქროს გადამუშავებაში.
“მიუთითებს მის ახლობელზე, რომელიც საყრდისში მუშაობს და ასევე ოქროსთან აქვს შეხება და აქედან იწყება უკვე მამა გიორგისთან ჩართულობა იმ მსტოვრისა, რომელიც საქმეში მთავარი მოწმეა და იმაზე საუბარი, რომ თითქოს, ციანიდი საპატრიარქოში მკვლელობის მომზადებისთვის სჭირდებოდა მამა გიორგის. ეს არის ინტრიგა და სცენარი, რომელიც მომზადდა”, _ განაცხადა მეუფე პეტრემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, გულისხმობს თუ არა ის ჟურნალისტ ირაკლი მამალაძეს, მეუფე პეტრე ადასტურებს, რომ სწორედ მას გულისხმობს,