რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია იმედოვნებს, რომ ხვალ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები საკუთარ თავს პროფესიულად არ დაიმარხავენ:
“ხვალ უზენაესი სასამრთლო მისი დიდი პალატა გადაწყვეტს, საქართველოში იარსებებს თუ არა სიტყვის თავისუფლება, ექნება თუ არა შანსი დემოკრატიას, გახდება თუ არა საქართველო ცივილიზებული ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი, თუ ის დაუბრუნდება მის საბჭოთა წარსულს.
ხვალ უზენაესი სასამრთლო გადაწყვეტს, ამ ქვეყანას აქვს თუ არა შანსი, რომ ოდესმე მაინც ეღირსოს დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას,” – აცხადებს ნიკა გვარამია.
მისივე ინფორმაციით, ხვალიდან, ტელეკომპანია საგანგებო მაუწყებლობაზე გადადის.