სეზონის ბოლოს „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი, ლუის ენრიკე, თანამდებობას დატოვებს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ეს არის რთული და კარგად გააზრებული გადაწყვეტილება. მინდა მადლობა გადავუხადო კლუბს იმ ნდობისთვის, რაც 3 დაუვიწყარი წლის განმავლობაში მაჩვენა“,_ამბობს ის.
ენრიკეს თქმით, მას დასვენება სჭირდება, რის გამოც „ბარსელონას“ ტოვებს.
„ეს არის თუ როგორ ვცხოვრობ მე ჩემი პროფესიით, დაუსრულებელი სწრაფვით და გადაწყვეტილებების მიღებით გავაუმჯობესო ჩემი გუნდი. ის იმას ნიშნავს, რომ მე მაქვს ძალიან ცოტა დრო დასასვენებლად. პრინციპის გამო, ვფიქრობ, გუნდის დატოვება სეზონის ბოლოს კარგი იქნება, რადგან მე დასვენება მჭირდება“,_ამბობს ენრიკე.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე არის ის, რომ გუნდთან ერთად წინ სამი საინტერესო თვე ელოდება.
„ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ გვაქვს სამი საინტერესო თვე დარჩენილი სამივე შეჯიბრისთვის. ერთ-ერთ მათგანში, ჩვენ რთულ სიტუაციაში ვართ, მაგრმ თუ ვარსკვლავები სწორად მიუდგებიან, გვაქვს შანსი“,_ამბობს ენრიკე.